ბიზნესის განვითარების თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს
ბიზნესის განვითარების თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს
10:49 14.03.2012
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტი ბიზნესის განვითარების თემაზე ქართველი ბიზნესმენებისთვის კონფერენციას მართვას.
კონფერენცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკიმ გახსნა.
ორდღიან კონფერენციაში - "ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან" 30 ბიზნეს-ლიდერი და სამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საელჩოს განმარტებით, კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი ბიზნესმენებისთვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც მათ ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება.


ბეჭდვა