ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტი ბიზნესის განვითარების თემაზე ქართველი ბიზნესმენებისათვის კონფერენციას გამართვას.
როგორც "ნიუსპრესს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, ორდღიან კონფერენციას - "ბიზნესის წარმოება შეერთებულ შტატებთან", ხვალ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გახსნის.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას 30 ბიზნეს-ლიდერი, სამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს.
საელჩოს გნმარტებით, კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი ბიზნესმენებისათვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც მათ ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარებაში დაეხმარება.
