თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვაში ფრანგული კომპანია შევა.
მათი მმართველი თურქული კომპანია "ტავის" 38%-იანი წილი კომპანია Aéroports de Paris Group-მა 874 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა.
როგორც "ნიუსპრესს" "ტავ ჯორჯიას" პრესსამსახურიდან აცნობეს, Aéroports de Paris Management-თან TAV Airports Holding-ში შემავალმა კომპანიებმა თავიანთი წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, TAV Airports-ი და Aéroports de Paris Group-ი მსოფლიოს 37 აეროპორტში ერთობლივად 180 მილიონ მგზავრს მოემსახურებიან.
TAV Airports-ს აეროპორტების მართვის თურქული კომპანიაა. ის ყოველწლიურად დაახლოებით 451 ათას ავიარეისსა და 53 მლნ მგზავრის გადაყვანის მომსახურებას უზრუნველყოფს.
Aéroports de Paris-ი Paris-Charles de Gaulle-ის, Paris-Orly-ისა და Paris-Le Bourget-ის აეროპორტებს მართავს. 2011 წელს კომპანიის შემოსავლებმა 2,502 მლნ ევრო შეადგინა.
