ქუთაისი-აბაშის გაზსადენის მშენებლობისთვის მასალას თურქული კომპანია შეიძენს
ქუთაისი-აბაშის გაზსადენის   მშენებლობისთვის მასალას თურქული კომპანია შეიძენს
17:50 13.03.2012
მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალას ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია ERCIYAS CELIK BORU SANAYIA.Sშეიძენს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 11-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ქუთაისი-აბაშის გაზსადენის 47 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ქუთაისი- სენაკის 76 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობის პროექტის მეორე ეტაპია.

ქუთაისი-სენაკის გაზსადენის მშენებლობა USAID-ის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამა 30 თვიანია და მის ფარგლებში სენაკიდან ფოთამდე 30 კმ-იანი გაზსადენი უკვე აშენდა.



ბეჭდვა