"აფბა" სტუდენტებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას ითხოვს
"აფბა" სტუდენტებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას ითხოვს
16:51 13.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ხელისუფლებისგან სტუდენტების დაფინანსებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას ითხოვს.

"აფბაში" განმარტავენ, რომ სტუდენტები სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სწავლას წყვეტენ, დღევანდელი მდგომარეობით კი - სტუდენტური სესხები რთულად ხელმისაწვდომია.

"ბანკების მიერ დაწესებული მოთხოვნების დაკმაყოფილება სტუდენტების უმრავლესობისთვის შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ სტუდენტური სესხების საპროცენტო განაკვეთების სიდიდეზე" - აცხადებენ "აფბაში".

"აფბა" ხელისუფლებას აღნიშნული კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, ოპოზიციას კი - პრობლემის გადაჭრის საკითხზე საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას ურჩევს.

ბეჭდვა