ენერგოვაუჩერების 65,3% უკვე დარიგებულია
ენერგოვაუჩერების 65,3% უკვე დარიგებულია
14:03 13.03.2012
ენერგოვაუჩერების 65,3%-ია უკვე დარიგებულია.  ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაუჩერი 792 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
20-ლარიანი ვაუჩერები მოსახლეობას პრეზიდენტის ინიციატივით ურიგდება. დარიგების პროცესი მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
მთავრობაში განმარტავენ, რომ ვაუჩერი მოსახლეობას ცივი ზამთრით გამოწვეულ გაზრდილ დანახარჯებს მცირედით შეუმსუბუქებს. ამისთვის საჭირო თანხა სარეზერვო ფონდებიდან გამოიყო.

ბეჭდვა