საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ–სგან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი ამ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებს.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. ცვლილება ასევე შეეხება, საქართველოში წარმოებულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდებას.
კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვა მთავრობამ მოითხოვა.
პარლამენტის ბიუროს სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს მნიშვნელოვანი უწოდა და მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიღებას დაეთანხმა.
