საქართველოსა და აზერბაიჯანის სტატისტიკურ სამსახურებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის სტატისტიკურ სამსახურებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
14:41 12.03.2012
საქართველოსა და აზერბაიჯანის სტატისტიკურ სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფოების ეროვნულმა სამსახურებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გააფორმეს.
სტატისტიკური სამსახურები სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვასა და სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების მართვაში ითანამშრომლებენ.
მსგავსი მემორანდუმი საქსტატს 16 ქვეყნის სტატისტიკურ სამსახურთან აქვს გაფორმებული.

ბეჭდვა