საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
ბრძანებულების თანახმად, შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი მოაწერს ხელს.
როდის დაიწყება ფრენა და რა ინტენსივოთ შესრულდება ავიარეისები ჯერ ცნობილი არ არის.
