სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი ისევ შეწყვეტილია
სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი ისევ შეწყვეტილია
10:38 11.03.2012
საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი ისევ შეწყვეტილია.
ყაზახი-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 114-ე კმ-ზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალისტები დღესაც მუშაობენ.
მეწყერის გააქტიურებამ ავარია გაზსადენის მამკოდის დასახლებასთან გამოიწვია, რის გამოც სომხეთში გაზის ტრანზიტი მეორე დღეა შეწყვეტილია.
გაზის მიწოდება სომხეთისთვის სავარაუდოდ, 13 მარტის დილიდან განახლდება.
ამასთან, როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განმარტავენ, საქართველოს მოსახლეობის გაზმომარაგებას პრობლემა არ ექმნება, რადგანაც აღნიშნული მილსადენი სომხეთის მომარაგებაზეა მიმართული.



ბეჭდვა