2011 წლის მოთხე კვარტალში საქართველოში 337 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა
2011 წლის მოთხე კვარტალში საქართველოში 337 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა
13:38 10.03.2012
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის მეოთხე კვარტალში 337 აშშ მილიონი დოლარი შეადგინა,  რაც 2010 წლის შესაბამისი დროის მაჩვენებელს 58 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა.
პირდაპირი ინვესტიციის ყველაზე დიდი წილი ნიდერლანდების სამეფოდან 23 პროცენტია შემოსული, მეორე ადგილზე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები 15 პროცენტით, მომდევნო პოზიციებს კი ლუქსემბურგი და აშშ 10-10 პროცენტით იკავებენ.

ბეჭდვა