მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ, საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გამართა
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ, საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გამართა
18:27 26.12.2012
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ, მასთან შექმნილი საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის მიზანია რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

საგადასახადო კომიტეტის შექმნა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კოხრეიძისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიხეილ ჭელიძეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრების შემდეგ გადაწყდა, რომლის მიზანიც სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ოფიციალური ფორმატის შემუშავებაც იყო.

საგადასახადო კომიტეტში უკვე გაერთიანდნენ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები. კომიტეტი საქმიანობს ღია კარის პრინციპით და მზად არის ურთიერთთანამშრომლობისთვის ბიზნესის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან.

ამასთანავე, ასოციაცია მიესალმება საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებს, რომელიც ეხება სალარო აპარატების გამოუყენებლობისთვის ჯარიმების შემცირებას, სხვა ტიპის დარღვევებზე პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციას და საგადასახადო დავების კუთხით ცვლილებას.







ბეჭდვა