მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება
11:06 26.12.2012
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიხეილ ჭელიძე, დღეს ჟურნალისტებისთვის ასოციაციაში შექმნილი საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაციას გამართავენ.

ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კომიტეტი ახლახანს შეიქმნა და მისი საქმიანობა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
პრეზენტაცია 1 საათში დაიწყება.

ბეჭდვა