დავით ნარმანია ბიზნესომბუცმენს შეხვდა
დავით ნარმანია ბიზნესომბუცმენს შეხვდა
13:17 25.12.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს საქართველოს ბიზნეს ომბუცმენს გიორგი პერტაიას და ინგლისური კომპანია UKNA-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია, მშენებლობის, ენერგეტიკის, საოჯახო ავეჯისა და ტექსტილის წარმოების სფეროში მოღვაწეობს. ამჯერად კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, UKNA აპირებს თავისი საქმიანობა საქართველოშიც განავითაროს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, დავით ნარმანია ბიზნეს ომბუცმენსა და ინგლისური კომპანიის წარმომადგენლებს საქართვლოში ინვესტირებისათვის არსებულ ლიბერალურ გარემოზე ესაუბრა. ასევე, გააცნო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილების პირობები და ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს.

ბეჭდვა