2013 წლიდან „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება ამოქმედდება
2013 წლიდან „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება ამოქმედდება
12:38 25.12.2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი 2013 წლიდან, ე.წ. „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება ამოქმედდება.
„ დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის ოდენობის იქნება. ანუ ყველა იმ ადამიანს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 6 ათას ლარზე ნაკლებია, ანუ მათი თვიური ხელფასი 500 ლარზე დაბალია, დაუბრუნდებათ საარსებო მინიმუმის 20 პროცენტი ანუ 360 ლარი.
ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ე.წ. „მეცამეტე ხელფასის“ პრინციპით, 2014 წლის დასაწყისში 360 ლარს მიიღებენ“ - განმარტა ხადურმა.

ბეჭდვა