აზერბაიჯანული კომპანია „Tunder Strik” -ი საქართველოში სამი ჰესის მშენებლობით დაინტერესდა
აზერბაიჯანული კომპანია „Tunder Strik” -ი საქართველოში სამი ჰესის მშენებლობით დაინტერესდა
13:23 21.12.2012
თბილისში, მდინარე მტკვარზე, „ ფონიჭალა 1" ჰესის , „ ფონიჭალა 2" ჰესის “ და „დიღომიჰესის“ მშენებლობით აზერბაიჯანული კომპანია „Tunder Strik” -ი დაინტერესდა.
კომპანიამ შესაბამისი განაცხადით ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უკვე მიმართა. თითოეული ჰესის დადგმული სიმძლავრე 17,5 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 95 მლნ კვტ.
სამივე პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განაცხადის წარსადგენად, ვადა 2013 წლის 19 იანვრის 18:00 საათამდე აქვთ.

ბეჭდვა