საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დღეს მინისტრი ნოდარ ხადური აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორთან სტივენ ჰაიკინთან გამართავს შეხვედრას.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილება.
შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
