იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 352 მლნ დოლარი შეადგინა
იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 352 მლნ დოლარი შეადგინა
11:46 18.12.2012
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9352 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან, ექსპორტი 2179 მილიონი აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7173 მილიონ აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი) გაუტოლდა.
მოცემულ საანალიზო პერიოდში, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 4995 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.


ბეჭდვა