ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა
ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა
18:29 11.12.2012
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჰოვანეს მანუკიანთან გამართა შეხვედრა .
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში. შესაძლებელია, კონტაქტების გააქტიურება გამოცდილების გაზიარების კუთხითაც “ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბეჭდვა