სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზატორთა გადამზადების პროგრამას იწყებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზატორთა გადამზადების  პროგრამას იწყებს
17:45 11.12.2012
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზატორთა გადამზადების პროგრამას იწყებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
„პროგრამის ფარგლებში ახალციხის, კაჭრეთის, ქობულეთის, სენაკის, გორის, დიდი ჯიხაიშის და ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში 500 - 570 მემანქანე-ოპერატორი გაივლის პროფესიული გადამზადების კურსს. ეს საშუალებას მოგვცემს, მომზადებული შევხვდეთ საგაზაფხულო სასოფლოს-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ. მისივე თქმით, იგეგმება დიდი რაოდენობით ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა.
აღნიშნულ პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამასა და შპს ,,მექანიზატორთან“ ერთად ახორციელებს.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძე, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შპს ,,მექანიზატორის“ წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა