მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
14:14 11.12.2012
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ინოვაციურ პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების ჩართვას, ტექნიკურ დახმარებას, ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს კვლევითი სფეროდან ეკონომიკის სექტორში. ასევე, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო ჯგუფების ფორმირებას დაინტერესებულ პირთათვის, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესში ინოვაციების შესახებ ცოდნის ქსელის შექმნა.

მხარეები შეთანხმდნენ რომ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის თანამშრომლობით, ამ ორგანიზაციების საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება.

ბეჭდვა