მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 195 მილიონი დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 195 მილიონი დოლარი შეადგინა
11:13 10.12.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 195 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებული მაჩვენებლის 62 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება სამი კვარტალის ჯამურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველ 9 თვეში 684 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2011 წლის სამი კვარტალის წინასწარ
მონაცემებს და 12 პროცენტით ჩამორჩება ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს.

ბეჭდვა