ფინანსთა სამინისტროში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
ფინანსთა სამინისტროში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
10:23 10.12.2012
ფინანსთა სამინისტროში, დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გარდა ფინანსთა მინისტრისა, კიდევ 6 სამინისტროს პირველი პირი დაესწრება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის
წევრებისათვის, მსოფლიო ბანკი დოკუმენტის - „სახელმწიფო ხარჯების ანალიზი - ხარჯების მართვა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“, პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების,ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

შეხვედრა 13 : 00 საათზე გაიმართება.


ბეჭდვა