აბაშაში „ლიბერთი ბანკი“-ს ახალი ფილიალი გაიხსნა
აბაშაში „ლიბერთი ბანკი“-ს ახალი ფილიალი გაიხსნა
12:20 05.12.2012
აბაშაში დღეს „ლიბერთი ბანკი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი არველაძემ, ბანკის ახალი ფილიალი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც გაუწევს.

ლიბერთი ბანკის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აბაშის ფილიალში თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა ოპერაციები იქნება შესაძლებელი.

პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, 2011 წელს ლიბერთი ბანკმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, 13 ახალი სერვის ცენტრი გახსნა მათ შორის- თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში. 287 სერვის ცენტრისა და მომსახურების წერტილის, ასევე 100-მდე ლიბერთი ექსპრესის მობილური სერვის ცენტრების მეშვეობით, ლიბერთი ბანკი ქვეყნის მოსახლეობის 1.4 მლნ ფიზიკურ და 55 ათას იურიდიულ პირს ემსახურება.

ბეჭდვა