ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
17:21 04.12.2012
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი - ლევან დავითაშვილი ჰყავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, მინისტრი დავით კირვალიძე უკვე შეხვდა და სააგენტოსდ ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა. განიხილეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და ხარისხის, ასევე ექსპორტის გაზრდის და ახალი ბაზრების ათვისების საკითხები.

დღესვე, ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ პირადად წარუდგინა.

ლევან დავითაშვილი 2009 წლიდან დღემდე იყო შპს ,,SCHUCHMANN WINES GEORGIA” -ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი. ის ასევე მუშაობდა USAID - ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერად.

ბეჭდვა