საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფიტს შეხვდა.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი და 2013 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო.
