საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012  წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ  0,1 პროცენტი შეადგინა. 
მოცემულ პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში,  ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების 0,3 პროცენტიანმა ზრდამ  იქონია.
ასევე  ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (3,0 პროცენტი), პურსა და პურპროდუქტებზე (1,4 პროცენტი) და  ყავა, ჩაი და კაკაოზე
(2,0 პროცენტი).
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       