დიდი ბრიტანეთის საელჩო  საქართველოში, ბრიტანეთის სავაჭრო დელეგაციას მასპინძლობს.   
საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატები სხვადასხვა ბიზნეს სექტორს,   მათ შორის, ინფრასტრუქტურული განვითარების, მშენებლობის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების  და საკონსულტაციო ბიზნესს წარმოადგენენ.
სტუმრები შეხვდებიან როგორც საქართველოს მთავრობის წევრებს, ისე საქართველოში არსებულ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. 
 
ბრიტანული სავაჭრო მისიის წევრები გაეცნობიან ასევე საქართველოში ბრიტანული ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       