ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს წევრები გერმანიის შიდა აუდიტის სისტემას გაეცვნენ.
სასწავლო ტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.
დელეგაცია გერმანიის საჯარო სექტორის დარგობრივი სამინისტროების გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროების, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსებთან და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან გაიმართა.
დელეგაციას ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსები, კონტროლის პალატის წარმომადგენლები, ასევე საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ნინო ელიაშვილი შედიოდნენ.
