ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები გაიყიდა
15:39 28.11.2012
ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე დღეს, 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ კი 5 000 000 ლარი შეადგინა. დაფიქსირდა მინიმალური - 10.450%, მაქსიმალური - 11.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.605% საპროცენტო განაკვეთები.

ბეჭდვა