საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 8521 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1985 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 6536 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 4551 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
