რეფინანსირების სესხების აუქციონზე 357,4 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა
რეფინანსირების სესხების აუქციონზე 357,4 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა
16:12 22.11.2012
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის შვიდდღიანი, ნომერ 47, რეფინანსირების სესხების დღევანდელ აუქციონზე 357 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, სესხის განაცხადი ხუთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.50 პროცენტით, მაქსიმალური - 5.62 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.51 პროცენტით განისაზღვრა.

ბეჭდვა