ბიძინა ივანიშვილი - კორუფციის გამოვლენის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად დაისჯება
ბიძინა ივანიშვილი - კორუფციის გამოვლენის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად დაისჯება
13:10 22.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ახლო მომავალში საინვესტიციოდ ჭეშმარიტად საინტერესო ქვეყანა უნდა გახდეს.

„ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტიც ესაა. თუ არ მოხდება ეკონომიკის აღზევება და სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ხალხმა ოჯახების რჩენა შეძლოს, მე ჩავთვლი რომ ძალიან ბევრი უსამართლობა დარჩება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ არ დავუშვებთ მონოპოლიებით ეკონომიკის მართვას. იმ ელიტარულ კორუფციას კი, რაც აქამდე არსებობდა ეკონომიკაში, აუცილებლად მოვსპობთ და ვერავინ ვეღარ შეძლებს კერძო საკუთრებაში ხელის ჩაყოფას“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, თუ იქნება ელიტარული კორუფციის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინებაც კი, ნებისმიერს, პასუხი ძალიან მკაცრად მოეთხოვება.

ბეჭდვა