„ლიბერთი ბანკი“ და „რიკო კრედიტი“ მომხმარებელს ერთობლივ სერვისს სთავაზობს
„ლიბერთი ბანკი“ და „რიკო კრედიტი“ მომხმარებელს ერთობლივ სერვისს სთავაზობს
19:09 21.11.2012
„ლიბერთი ბანკი“ და „რიკო კრედიტი“ კლიენტებს ხუთ ახალ ერთობლივ სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება დღეს კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

„რიკო კრედიტის მსესხებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაფარონ რიკო კრედიტის სესხის პროცენტი და ძირი ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში. აქამდე მომხმარებელი იყენებდა რიკო კრედიტის 16 ფილიალს, ამიერიდან კი იმავე ტიპის მომსახურება შეუძლიათ, მიიღონ ლიბერთი ბანკის 284 სერვის ცენტრსა და PAYExpress მომსახურების წერტილებში, 98 მობილურ სერვის ცენტრში ლიბერთი ექსპრესში, ვებ-გვერდზე www.smartivi.ge , Sმარტივის მობილური აპლიკაციის მეშვეობით,რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android ტიპის მობილურ მოწყობილობებზე“ - ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმადვე, რიკო კრედიტის თამასუქის მფლობელებს შეუძლიათ, მიიღონ საპროცენტო სარგებელი უკვე უნაღდო ანგარიშსწორებით, სარგებლის ლიბერთი ბანკის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.ანგარიშის გახსნა ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებთან ერთად უკვე შესაძლებელია რიკო კრედიტის ფილიალებში განთავსებულ ლიბერთი ბანკის PayExpress მომსახურების წერილებში, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურებასთან ერთად შეუძლია, გახსნას Sმარტივის სტანდარტული და პრემიუმ ანგარიშები, უნივერსალური ლიბერთი ანგარიში, მიიღოს პირადი ბანკირის მომსახურება და VISA Infinite ბარათი მსხვილი თამასუქის მფლობელებისთვის.

მომხმარებლებს ამიერიდან შესაძლებლობა ეძლევათ, განახორციელონ თანხის განაღდების და შევსების ოპერაცია ნებისმიერი ბანკის მიერ ემიტირებული VISA, MasterCard ან PAY ბარათების
მეშვეობით, რასაც ხელს შეუწყობს ის ფაქტი, რომ რიკო კრედიტის ფილიალები უკვე აღჭურვილია ლიბერთი ბანკის პოსტერმინალებით.





ბეჭდვა