2012 წლის 14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N34 აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
ფინანსტა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ 5 020 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ის მინიმალური - 6,850%, მაქსიმალური - 6,940%, ხოლო საშუალო შეწონილი 6,895% დაფიქსირდა.
