საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატის პრესსამსახურიდან აცნობეს, 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდება. ფასებზე დაკვირვებას ფასების 19 რეგისტრატორი საქართველოს ხუთ ქალაქში- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში განახორციელებს. ფასები შეგროვდება დაახლოებით 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
კვლევის მიზანი 2012 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდება.
