ეკონომიკის მინისტრი პრესაში გასულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
ეკონომიკის მინისტრი პრესაში გასულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
17:24 09.11.2012
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრესაში გასულ მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

მინისტრის თქმით ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მისი ერთ-ერთი განცხადება არასწორი ინტერპრეტაციიტ გაავრცელეს.

"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ჩემი განცხადება კომპანიების "სოკართან" და "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს.

მინდა განვაცხადო, რომ ეს კომპანიები საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა შორის არიან და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვის საკითხი საქართველოს მთავრობის მხრიდან არ განიხილება.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფის დადგენას, საქართველოს კანონებით, აღნიშნული კომპეტენცია აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მხოლოდ ამ უწყებას აქვს უფლება, გადახედოს კერძო კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში, ტარიფის შემცირება მოითხოვოს.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ბიზნესგარემოს შექმნით და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მუშაობის მეტი გამჭვირვალობით, შესაბამისი ეფექტი იქნება მიღწეული" - აღნიშნულია განცხადებაში.

ბეჭდვა