საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  წარმომადგენლებთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. 
როგორც „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს  დღესვე მინისტრი,  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ საშა გრაუმს შეხვდება, სადაც UNICEF-ის პროგრამების მიმდინარეობა საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იქნება საუბარი.
 ასევე, დღეს, ფინანსთა მინისტრი შეხვედრას გამართავს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან ინიტა პაულოვიჩასთან. 
შეხვედრაზე  საქართველოში გაეროს განვითარების იმ  პროგრამის შესახებ იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს რამდენიმე მიმართულებით უწევს დახმარებას, მათ შორისაა  დემოკრატიული მმართველობა,  კონფლიქტის რეგიონებსა  და  კრიზისის ზონებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ საკითხებზე ზრუნვა, ეკონომიკური განვითარება  გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       