საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დასახელდა.
ქართველ მინისტრს ეს წოდება ,,მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა" მიანიჭა.
კენჭისყრის ცერემონია ჟენევაში გაიმართა. ფორუმის კომისიას იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულა ხელმძღვანელობდა.
,,მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი" ახალგაზრდა ლიდერებს მათი პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიხედვით ყოველწლიურად ირჩევს.
2012 წელს, სხვადასხვა სფეროში, მსოფლიო ლიდერი 59 ქვეყნიდან აირჩეს.
ეს წოდება სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს, ამერიკელ ტელეწამყვან მარია ბარტირომოს, კომპანია ""გუგლის"" თანადამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ზანგ ქსინს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორს ლარი პეიჯის.
