რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს
რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს
15:18 26.10.2012
„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია აცხადებს, რომ მზადაა პასუხისმგებლობა თანამდებობაზე ყოფნისას მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე აიღოს - ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კომპანიის ბიუჯეტს, ფინანსებს თუ საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება თვითონაა პაუხისმგებელი. რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიის ვებ-გვერდზე შესაძლებელია რკინიგზის ფინანსური უწყისების ნახვა და არავითარ არაკანონიერ გადარიცხვებს რკინიგზა არ ახორციელებდა.

ეზუგბაიას თქმით, კომპანია არაპროფილური ორგანიზაციების - კულტურის სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების აქტივებისგან თავისუფალია, ვინაიდან მის ბალანსზე რიცხული არაპროფილური აქტივები სახელმწიფოს გადაეცა. რაც შეეხება, ბათუმის თაუერის პროექტს, ეზუგბაიას თქმით, მას არასდროს დაუმალავს, რომ მის მშენებლობას რკინიგზის შვილობილი კომპანია „ფროფერთი მენეჯმენტი“ ახორციელებდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კომპანიის ძირითად საქმიანობას კომერციული მიზნებისთვის რკინიგზის სადგურების და სხვა უძრავი ქონების მართვა წარმოადგენს.

რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არცერთი სხვა პროექტი
რომლის საქმიანობა უშუალოდ რკინიგზას არ უკავშირდება, კომპანიას არ დაუფინანსებია.

ბეჭდვა