ეზუგბიას განცხადებით, მან რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა ორი მიზეზით დატოვა
ეზუგბიას განცხადებით, მან რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა ორი მიზეზით დატოვა
13:15 26.10.2012
„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია აცხადებს, რომ თანამდებობიდან მის გადადგომას ორი მიზეზი აქვს.

როგორც ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პირველი ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაა.

რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კომპანიამ 2005-2009 წლებში განვითარების სტრაგეტია შეიმუშავა, რომლის ამოცანებიც კომპანიის ოპტიმიზაცია, აღრიცხვიანობის და სტრუქტურის მოწესრიგება და საივესტიციო გეგმის გაწერა იყო.

ეზუგბაია აცხადებს, რომ რკინიგზამ აღნიშნული სტრატეგია წარმატებით განახორციელა, დღესდღეობით კი, ახალი გეგმა მოიცავს სტატეგიის შეცვლას აგრესიული ზრდისკენ.

„ის არის ახალი ფაზა, რისთვისაც მენეჯმენტის ცვლილება კარგია. ვფიქრობ, ახალი მენეჯმენტი სტრატეგიას უფრო კრიტიკულად შეხედავს და ეფექტურად განახორციელებს“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებაში გარკვეული როლი ხელისუფლების ცვლილებამაც ითამაშა.

ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება თავისუფალ რეჟიმში შეარჩიოს რკინიგზის გენერალური დირექტორი და დააკომპლექტოს მენეჯმენტი.

ირაკლი ეზუგბაიამ „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ბეჭდვა