საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ანდროიდის პლატფორმის მქონე მობილური ტელეფონის სტატისტიკური მონაცემების აპლიკაცია შექმნა.
სამსახურის ინფორმაციით, აპლიკაციის საშუალებით, მობილური ტელეფონის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია - საგარეო ვაჭრობა, ინვესტიციები, ფასები, დასაქმება, დემოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ეროვნული ანგარიშები. გარდა ამისა, აპლიკაცია უზრუნველყოფს „საქსტატის“ სიახლეების გავრცელებასაც.
მობილური ტელეფონის მფლობელებს „საქსტატის“ ვებ-გვერდიდან მონაცემთა სხვადასხვა ბაზის ტელეფონში გადაწერის შესაძლებლობა ექნებათ.
