სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის კუთხით, ახალი მინისტრთა კაბინეტი ყველა გაცემულ დაპირებას შეასრულებს.     
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, სოფლის მეურნეობის ფონდი შეიქმნება და მისი მიმართულებები და დაფინანსების წყაროები განისაზღვრება. 
მისი თქმით, ასევე, მოიხსნება დრენაჟისა და ირიგაციის პრობლემა, შეიქმნება მომსახურებისა და ნედლეულის მომარაგების ცენტრები, რომლებიც გლეხებს ხარისხიან თესლს მიაწვდიან. 
მინისტრის განცხადებით, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დარგობრივი პროგრამების, კერძოდ, ვაზისა და ღვინის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი მიზანი ქართული პროდუქციის შიდა ბაზარზე ღირსეულად დაბრუნდება იქნება, რათა შემოსავლებმა იმატოს“ - დასძინა მან. 
რაც შეეხება საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტის საკითხს, მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ამ სახის იმპორტი არ სჭირდება, რადგან საქართველოს ენდემური ჯიშის უამრავი სახეობა  აქვს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       