„საქსტატს“ შვედი ექსპერტები სტუმრობენ
„საქსტატს“ შვედი ექსპერტები სტუმრობენ
16:08 23.10.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „საქსტატს“ შვედი ექსპერტები სტუმრობენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, შვედი კოლეგები ეკონომიკურ საქმიანობათა კლასიფიკატორის 1.1 რედაქციიდან 2 რედაქციაზე გადასვლის პროცესს გაეცნობიან.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და შესაბამისს რეკომენდაციებს მისცემენ.

„საქსტატსა“ და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, შვედეთის სტატისტიკა „საქსტატს“ ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ტექნიკურ დახმარებას უწევს.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერაა დაფინანსებული.


ბეჭდვა