სექტემბერში საარსებო მინიმუმი 149 ლარით განისაზღვრა
სექტემბერში საარსებო მინიმუმი 149 ლარით განისაზღვრა
17:54 22.10.2012
მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 149 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 250 ლარს შეადგინა. მათ შორის, ერთსულიანი ოჯახის არსებობისთვის 132 ლარია აუცილებელი, ორსულიანისთვის - 211 ლარი, სამსულიან ოჯახს არსებობისთვის 237 ლარი სჭირდება, ოთხსულიანს - 264 ლარი, ხუთსულიანს - 297 ლარი, ხოლო ექვს და მეტსულიანი ოჯახის საარსებოდ 351,1ლარი განისაზღვრა.

ამასთან, 2012 წლის იანვრიდან მოყოლებული საარსებო მინიმუმის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა. იანვარში ეს მაჩვენებელი 157,2 ლარი იყო, თებერვალში - 156,2 ლარი, მარტში - 155,3 ლარი, აპრილში - 154,1 ლარი, მაისში - 150,1 ლარი, ივნისში - 149 ლარი, ივლისში 146,5 ლარი, აგვისტოში კი საარსებო მინიმუმი 145,5 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება გასულ წელს, 2011 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი 155,6 ლარით განისაზღვრა.

ბეჭდვა