გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ
განახლებადი ენერგიის სფეროში განხორციელებული 8-წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
როგორც UNDP-ში აცხადებენ, 4,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა გარემოს დაცვის გლობალური ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა.
პროგრამის უშუალო შედეგებს შორისაა 3 მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში, 5 მცირე ჰესის ტექნიკური ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის ფონდის დაარსება, განახლებადი ენერგიის საპილოტო პროექტებისთვის სპეციალური საკრედიტო ხაზის გახსნა და სხვა.
UNDP -ის ინფორმაციით, 2010-2011 წლებში UNDP-ის უშუალო ხელშეწყობით კერძო ბანკებსა და ინვესტორებს მცირე ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სესხების აღების საშუალება მიეცათ. ამისთვის გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) 5 მლნ ევრო გამოყო.
