კომპანია "პეპსი კო ბოთლერს ჯორჯია" პოპულარულ გამაგრილებელ სასმელ "პეპსის" შაქრის უფრო ნაკლები შემცველობით გამოუშვებს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, ნაკლები შაქრის შემცველობის მქონე "პეპსი" გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოვა.
"განახლდა "პეპსის" შემადგენლობა, შესაბამისად სასმელში შაქრის ნაკლები შემცველობა შევა. იმედია, იგი მომხმარებლებში პოპულარული გახდება", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.
