,,ლიბერთი ბანკის’’ ყოფილმა მფლობელებმა განცხადებების გაკეთება გადადეს
,,ლიბერთი ბანკის’’ ყოფილმა მფლობელებმა განცხადებების გაკეთება გადადეს
12:47 19.10.2012
„ლიბერთი ბანკის’’ ყოფილმა მფლობელებმა ბანკის წილების დათმობასთან დაკავშირებით დაანონსებული განცხადებების გაკეთება გადაიფიქრეს.

როგორც ბანკის ყოფილმა მეწილემ გიორგი გოგუაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავდნენ, მათ ეროვნული ბანკის და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და მოლაპარაკება შესთავაზა.

მისი თქმით, „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი თბილისში არ იმყოფება და მისი დაბრუნების შემდეგ სამმხრივი მოლაპარაკება კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართება.

„დღეს შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ გვინდა მკვეთრმა ფორმულირებებმა პროცესი დააზიანოს’’ - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

„ლიბერთი ბანკის“ ყოფილ მფლობელებს - ირინა ჯინჭარაძეს, ალიონა კოვალენკოს და გიორგი გოგუაძეს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება დღეს უნდა გაეკეთებინათ.

ბეჭდვა