ზვიად ხუხუნაშვილის "ქართუ ბანკიდან" წასვლას ბანკის იურისტი პიარს უწოდებს
ზვიად ხუხუნაშვილის "ქართუ ბანკიდან" წასვლას ბანკის იურისტი პიარს უწოდებს
15:44 06.03.2012
"ქართუ ბანკის" იურიდიული განყოფილების უფროსი ალა კახნიაური, ამავე ბანკის ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსის ზვიად ხუხუნაშვილის  მიერ თანამდებობის დატოვებას, პიარს უწოდებს.
"პრემიების ჩარიცხვა ყველა ბანკში ჩვეულებრივი მოვლენაა, ხუხუნაშვილს პრემია 9 თებერვალს ჩაერიცხა, მაგრამ რატომღაც, თანამდებობა მხოლოდ გუშინ დატოვა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა საჯარო სამსახურებში მუშაობენ, ამიტომაც ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პიარი იყო" - განაცხადა ალა კახნიაურმა.
მისი განმარტებით, "ქართუ ბანკის" თანამშრომლებს პრემია არაერთხელ მიუღიათ.
"ქართუ ბანკის" ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხუნაიშვილმა თანამდებობა იმ მოტივით დატოვა, რომ მას ჩარიცხული პრემიის 37 ათასი ლარის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისთვის" შეწირვა მოსთხოვეს.

ბეჭდვა