USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ღონისძიებას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ EPI-დან აცნობეს, ღონისძიებაზე ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტი (ANSI/ACLASS) ორ ადგილობრივ ლაბორატორიას - „ღვინის ლაბორატორიას“ და „მულტიტესტს“ საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატებს მიანიჭებს.
EPI-ის ინფორმაციით, ლაბორატორიებისთვის აკრედიტაციის მიღება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტის ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს.
